აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი
.webp)
ძიანგსის პროვინცია (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) - 2016 წლის 24 ივნისი
მთავრობის აპარატი
ძიანგსის პროვინცია (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) - 2016 წლის 24 ივნისი
ძიანგსის პროვინცია მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იანძის სამხრეთით.
მოსახლეობა - 45 მილიონი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნენჩანგი.
2016 წლის 24 ივნისს ქალაქ ბათუმში ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ძიანგსის პროვინციას (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის განზრახვის წერილს დამეგობრების შესახებ.
აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, მხარეები განავითარებენ რეგიონთა შორის თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:
- საერთო ინტერესებსა და სარგებელზე დაყრდნობით, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა;
- ორმხრივი ვიზიტების განხორციელება, რეგულარული კონტაქტების შენარჩუნება, მოლაპარაკებების გამართვა.