საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
ზურაბ პატარაძე
image

ზურაბ პატარაძე

მთავრობის თავმჯდომარე
  • დაბადების თარიღი: 1973 წლის 12 თებერვალი
  • ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ოთხი შვილი

განათლება:

1999 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობა;

2007 წელს დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა;

სამუშაო გამოცდილება:

2026 წლის 28 აპრილიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

2018-2026, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2016-2018, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

2013-2016, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში

2012-2013, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში

2011-2012, საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში, თურქეთის რესპუბლიკაში

2009-2010, საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში, საბერძნეთში

2009, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესების სექციის კონსული შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში

2007-2009, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული

2004-2007, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი

2000-2004, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომელი

2000, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის თანამშრომელი

1996-2000, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელი

1994-1996, ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურების თანამშრომელი

წოდებები:

2012 წელს მიენიჭა დიპლომატიური რანგი - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

უცხო ენები: ინგლისური, თურქული, რუსული