საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

მთავრობის აპარატი
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

 

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ფორმა

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი (შემდგომში - მთავრობის აპარატი) კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზ­ნით, მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპის დაცვით, ამუშავებს განმცხადებ­ლის/საჩივრის ავტორის, როგორც მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს.

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების თანახმად:

       - პერსონალური მონაცემი (შემდგომში − მონაცემი)  არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით. 

-         მონაცემთა სუბიექტი  არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.

 

რა მონაცემს ვამუშავებთ?

თქვენს    განცხადებაში/საჩივარში  და მასზე  დართულ მასალებში  მითითებულ მონაცემებს, კერძოდ მთავრობის აპარატის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა,  ტელეფონის ნომერი,  ფაქტობრივი მისამართი, იურიდიული მისამართი, ელექტრონული ფოსტა, ინფორმაცია ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, ფოტოსურათი, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სხვა მონაცემები, რომელიც  ძირითადი საქმიანობიდან არ გამომდინარეობს.

 

     რა საფუძვლით მუშავდება პერსონალური მონაცემები?

მონაცემთა დამუშავების საფუძველია განცხადების/საჩივრის განხილვა, ამ მიზნის განსახორციელებლად მთავრობის აპარატისათვის  მონაცემთა მიწოდება სავალდებულოა. მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით  დადგენილი წესით, მთავრობის აპარატი მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

 

სად ინახება პერსონალური მონაცემები?

მთავრობის აპარატში  პერსონალური მონაცემები ინახება, როგორც ელექტ­რონული, ასევე მატერიალური სახით. კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (eDocument). მატერიალური სახით შენახული ინფორმაცია შესანახად გადაეცემა  საქმისწარმოების დეპარტამენტს და მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ შესაბამისი  ფუნქციების მქონე პირებს.

 

რა ვადით ინახება პერსონალური მონაცემები?

მთავრობის აპარატის მიერ  მონაცემები ინახება  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულიდაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხით (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ განსაზღვრული ვადებით.

 

ვის აქვს წვდობა თქვენს მონაცემზე?

            მონაცემებზე  წვდომა აქვთ მხოლოდ შესაბამისი ფუნქციების მქონე პირებს,  რომლებსაც  მინიჭებული  აქვთ  ამგვარი  მონაცემების  დამუშავებისა  და  შეგროვების უფლებამოსილება.

 

ვის შეიძლება გადაეცეს პერსონალური მონაცემები?

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ განცხადებით  მოთხოვნილი   საკითხის   გადაწყვეტა   მიეკუთვნება   სხვა   ადმინისტრაციული  ორგანოს უფლებამოსილებას  მონაცემები შესაძლოა გადაეცეს სხვა საჯარო დაწესებულებას, ასევე, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში შეიძლება გადაეცეს საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.

           

ვინ შეიძლება იყო მონაცემის შეგროვების სხვა წყარო?

მთავრობის აპარატის მიერ განცხადების/საჩივრების განხილვის ფარგლებში შესაძლოა მონაცემები შეგროვდეს სხვა წყაროებიდან (წყარო შეიძლება იყოს სხვა ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის იურიდიული პირი და ფიზიკური პირი).

 

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 25- მუხლის მე-3 პუნქტისდაქვეპუნქტების შესაბამისადმთავრობის აპარატი უფლებამოსილია არ მიაწოდოს მონაცემთა სუბიექტს მისი მონაცემების დამუშავებაზე ინფორმაცია, თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება და მონაცემთა შეგროვება ან გამჟღავნება დადგენილია კანონით ან საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით დაკის­რებული მოვალეობის შესასრულებლად ან/და ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია ან მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას ან ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ან შეუძლებელს გახდის მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნის (მიზნების) შესრულებას. ამ შემთხვევებში დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, მონაცემების მოპოვების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საჯაროდ /ყველასათვის ხელმი­საწვდომი ფორმით განთავსებით).“

 

მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მთავრობის აპარატის (დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირის) ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, რის შესახებ დამატებით ეცნობება მონაცემთა სუბიექტს ზეპირად ან წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად).

 

          რა უფლებების სარგებლოს მონაცემთა სუბიექტი?

მონაცემთა სუბიექტი სარგებლობსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული შემდეგი უფლებებით:

მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება (მე-13 მუხლი);

) მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება (მე-14 მუხლი);

) მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება (მე-15 მუხლი);

) მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება (მე-16 მუხლი);

) მონაცემთა დაბლოკვის უფლება (მე-17 მუხლი);

) მონაცემთა გადატანის უფლება (მე-18 მუხლი);

) თანხმობის გამოხმობის უფლება (მე-20 მუხლი);

) გასაჩივრების უფლება (22- მუხლი).

ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

სად არის დეტალურად გაწერილი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი?

მთავრობის აპარატში პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპების, მიზნებისა და წესების თაობაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

 

ვის შეიძლება მიმართო მონაცემების დამუშავების პროცესების და უფლებების შესახებ?

მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიმართოს მთავრობის აპარატის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს სოფიკო პაიჭაძეს (ტელ: 0422 27 20 00 (141),  ელ. ფოსტა: sopo.paichadze@ajara.gov.ge

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს  კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღ­ვე­ვის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასა­მართ­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მის: ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N9

ტელ: 0 422 27 20 00

ელ. ფოსტა :  info@ajara.gov.ge  

                        moqalaqetagancxadebebi@ajara.gov.ge