საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი ქობულეთში ზაფხულის ფესტივალს დაესწრო და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ისპანის ტორფნარი დაათვალიერა
image

სულხან თამაზაშვილი ქობულეთში ზაფხულის ფესტივალს დაესწრო და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ისპანის ტორფნარი დაათვალიერა

ქობულეთში ზაფხულის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო.

ქობულეთის ცენტრალური პარკი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთო. ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობით და დრამების შოუთი გაიხსნა. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და გასართობი სივრცეები. საღამო ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.

ფესტივალის პარალელურად, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ისპანის ტორფნარი დაათვალიერა. ისპანის ტორფნარი UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ამჟამად ტერიტორიაზე გადმოსახედი კოშკურის მშენებლობა იწყება. გასულ წელს ტორფნარზე დასრულდა გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკებისა და მოსასვენებელი ზონების მოწყობა.

პროექტის მიზანია ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა რეგიონში.