საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა
image

სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი  საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს და ბათუმში გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.

მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს კულტურულ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო მიმართულებებს.