საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა
image

სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი - გამარჯვებული ანსამბლების გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა, აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.

დასკვნით ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

მისასალმებელ სიტყვაში მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ქართული კულტურისა და ფოლკლორული ტრადიციების შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი ჯილდო გრანპრი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის შუახევის სალოტბარო სკოლას და მის ხელმძღვანელს - ეთერ დარჩიძეს გადასცა.   ღონისძიების ფარგლებში გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელი ანსამბლები დაჯილდოვდნენ.

წელს ოლიმპიადაში 30-მდე ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი და 800-ზე მეტი ახალგაზრდა შემსრულებელი მონაწილეობდა.

ოლიმპიადა პროგრამის - „ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობაში ტრადიციული ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებას და ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენას.