მთავრობის აპარატი
.webp)
საქართველოს პრეზიდენტი და აჭარის მთავრობის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრნენ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრნენ და დაწესებულების საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ სტუმრებს გიმნაზიის საქმიანობა, განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო, ისაუბრა იმ მხარდაჭერასა და თანადგომაზე, რომელიც მზრუნველობას მოკლებული ბავშვების განათლების და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე დაწესებულებაში 120-მდე მოსწავლე სწავლობს. გიმნაზიის პანსიონში მოწყობილია საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცეები, ასევე მოზაიკის სახელოსნო და მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. კომპლექსი სამონასტრო დანიშნულების სივრცეებსაც აერთიანებს.
სტუმრები გიმნაზიის მოსწავლების სპორტულ და შემოქმედებით მიღწევებსაც გაეცნენ და აღნიშნეს მეუფე დიმიტრის ღვაწლის მნიშვნელობა აჭარის რეგიონის ახალგაზრდა თაობის განათლებისა და სულიერი განვითარების პროცესში.