საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.

მხარეებმა იმსჯელეს იმ გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგის შემდგომი განვითარების მიმართულებით აქვს.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა ლოგისტიკური ობიექტები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის რეგიონის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის, ხოლო კერძო სექტორთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს აქტიურ დიალოგს და აჭარის, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ტურისტული ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე.