მთავრობის აპარატი
.webp)
კურორტ გოდერძიზე გამართული საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ
კურორტ გოდერძიზე გამართული საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კონფერენციის მონაწილეებს გოდერძის განვითარების ხედვა, კურორტის ტურისტულ-საინვესტიციო პოტენციალი და მისი ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად განვითარების შესაძლებლობები ადგილზე გააცნო.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ რეგიონის კულტურასა და ტრადიციებს - ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი აჭარული ნაქარგობების გამოფენა და გაიმართა კონცერტი.
ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს კურორტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მწვანე ტბის ტერიტორია, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის კურორტის ტურისტულ მიმზიდველობას.
ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.