აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი
.webp)
მთავრობის აპარატი
ზურაბ პატარაძე ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოს დაესწრო
ზურაბ პატარაძე ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოს დაესწრო
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
საიუბილეო საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
საქართველოსა და ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. ნონა გაფრინდაშვილი აღნიშნული ჯილდოს პირველი მფლობელია.
საღამო საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.