საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
ზურაბ პატარაძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
image

ზურაბ პატარაძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ რეგიონს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც პარტნიორობის გაღრმავებას და ვიზიტორთა ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ რეგიონულ დონეზე არსებული ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებასა და ორმხრივი ინიციატივების განხორციელებას.