საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართულ ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო
image

ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართულ ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო.

საღამოზე ცნობილი  კომპოზიტორი  გამორჩეული რეპერტუარით წარსდგა და ყველასათვის საყვარელი  სიმღერები  შვილთან, ცისანა სეფიაშვილთან ერთად შეასრულა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მისი გამორჩეული ნაწილი  გახდა  სიმღერის „ჩემო ლურჯო ბათუმო“ პრემიერა.

ჯემალ სეფიაშვილი უკვე 60 წელია, რაც თავისი შემოქმედებით  არაერთ თაობას აერთიანებს. მომავალ წელს კომპოზიტორს 80 წელი უსრულდება. მუსიკალური ტურნე ბათუმიდან დაიწყო და ორგანიზატორების განცხადებით, სხვა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ზურაბ პატარაძე ჯემალ სეფიაშვილს გაესაუბრა და მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, კომპოზიტორის თაყვანისმცემლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.