საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
,,აფხაზეთობა 2026“- საგუნდო მუსიკის საღამო ბათუმში
image

,,აფხაზეთობა 2026“- საგუნდო მუსიკის საღამო ბათუმში

,,აფხაზეთობა 2026“-ის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საღამოს მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საღამოს ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ზურაბ პატარაძემ სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ აფხაზეთი თითოეული ქართველისთვის ერთიანობის და განსაკუთრებული სიყვარულის სიმბოლოა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ნდობის აღდგენა, ჩატეხილი ხიდების გამთელება და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა.

,,აფხაზეთობის” კვირეულის ფარგლებში ბათუმში გამართული საღამო გამორჩეული იყო ძლიერი ემოციებითა და განსაკუთრებული ერთიანობის განცდით. ჰანგები, რომლებიც დღეს აჭარიდან აფხაზეთისკენ მიემართებოდა, იყო სიყვარულის და მონატრების გზავნილი.  ჩვენი საერთო მიზანი დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის გაძლიერებაა. აფხაზეთი ჩვენი საერთო იდენტობაა, კულტურის და ისტორიის განუყოფელი ნაწილია და ასევე არის ჩვენი მომავლის ნაწილი! “- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

„აფხაზეთობა 2026“-ის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით 18-დან 24 მაისის ჩათვლით საქართველოს 5 ქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებიც მუსიკალურ საღამოებს, თეატრალურ წარმოდგენებს, გამოფენებს, ლიტერატურულ და სხვა შემოქმედებით აქტივობებს მოიცავს.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წევრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.