საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის სხდომა
image

აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე საკითხები, რეგიონის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი თემები და პრიორიტეტები განიხილეს.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროექტებზე, კულტურის და ტურიზმის  მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე; იმსჯელეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, მთის კურორტების განვითარების და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოება, ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე, მოახლოებული ციტრუსის სეზონისთვის მზადების პროცესსა და ფერმერების მხარდაჭერაზე. მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებისა და შესაბამისი უწყებების კოორდინაციის საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და გასული პერიოდის მიღწევებთან ერთად, კონკრეტულ გამოწვევებზეც ისაუბრა და მოსახლეობის ნდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.