საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს.

სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საბჭოს განსახილველად წარუდგინა საკითხები, რომლებიც რეგიონის პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას უკავშირდება.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებას, დასაქმების შესაძლებლობების ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.