საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში თანამედროვე წყლის რეზერვუარის მშენებლობა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.

ინფრასტრუქტურული განახლება მოიცავს, როგორც რეზერვუარების, ასევე, გამანაწილებელი ქსელებისა და ჭაბურღილების მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქობულეთში წყლისა და წყალარინების სისტემით 1 571  აბონენტი ისარგებლებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. პროექტი ითვალისწინებს აჭარის 39 სოფლისა და დაბისთვის უწყვეტ წყალმომარაგებას, რაც 30 000-ზე მეტ მოსახლეს მოიცავს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე,  აჭარის უმაღლესი საბჭოს და ქობულეთის საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.