საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრა გამართა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საავტომობილო მაგისტრალური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების განვითარებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ასევე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტებს.

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესრულების დინამიკა და სამომავლო გეგმებიც შეაჯამეს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო და ინტენსიური კოორდინაცია მნიშვნელოვანია ყველა პროექტის დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აჭარაში არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს და გეგმავს, რომლებიც რეგიონის სატრანსპორტო კავშირების, საგანმანათლებლო, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება.

სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.