საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სომხეთის გენერალურ კონსულს შეხვდა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სომხეთის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ნარინე მათოსიანს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-სომხეთის მეგობრულ  და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა მზადყოფნა მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისათვის.