საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ვითარება, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხები განიხილეს.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ახალი ინიციატივები მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. მისივე თქმით, აჭარა სულ უფრო ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა, მათ შორის სამედიცინო მიმართულების კონფერენციებსა და სემინარებს, რაც რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას ქმნის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმში პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრების მშენებლობას. აღინიშნა, რომ ცენტრები თანამედროვე, მაღალი სტანდარტის სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება, რაც სამედიცინო პერსონალს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას მისცემს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილების მშენებლობაზე, რაც ბავშვებისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობა, რაც რეგიონში მიმდინარე პროექტების დროულ და ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.