საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“ გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ბათუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია მასპინძლობდა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

კონფერენციის მიზანი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილებისა და თანამედროვე სამართლებრივი პრაქტიკის გაზიარება, ასევე პროფესიული დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები დაესწრნენ.