საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დღეს პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ესწრებოდნენ. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სექტორების გაძლიერება და რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.