საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ტურიზმის სფეროში პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრას საქართველოში ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს – MASHAV-ის ხელმძღვანელი, გიორგი ჟღენტი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განათლების, პროფესიული განვითარების, ინოვაციებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.