საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაათვალიერა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ  რეგიონში, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეიქმნას ღირსეული, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეები.

„სოფელ ერგეში გავეცანით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც უკვე სექტემბრიდან შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით როგორც პედაგოგებს, ისე კომპანიის წარმომადგენლებს. საბავშვო ბაღი 200 აღსაზრდელზეა გათვლილი, პროექტისთვის კი 1 მილიონ 300 ათას ლარამდე იხარჯება. ეს იქნება თანამედროვე, სრულად ადაპტირებული სივრცე, რომელიც ყველა სტანდარტის გათვალისწინებით მოეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების ზომებსაც და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის ფარგლებში აშენდა 200 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთებისა და შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ.