საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს შორის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა
image

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს შორის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს შორის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

 

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

საზეიმო ღონისძიება ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სიტყვით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ და აგრეთვე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

 

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, სპორტის სფეროს განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივაა დაგეგმილი, რაც რეგიონში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

,,დღევანდელ ღონისძიებაზე ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. წლების წინ, ბევრ თქვენგანთან ერთად, საფუძველი ჩავუყარე ამ ულამაზესი სტადიონის მშენებლობას და სასიხარულოა, რომ დღეს ეს სტადიონი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.

 

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარა ჩემპიონების სამჭედლოა. ჩვენ ვხედავთ რამდენი გულანთებული ახალგაზრდა შრომობს იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო წარმატებული.

 

მიხარია, რომ მოგვეცა საშუალება დავაჯილდოოთ ჩვენი სპორტსმენები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სპორტის სფეროში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ვეტერანი სპორტსმენების ღვაწლი. მათი გამოცდილება უდიდესი მოტივაციაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის” - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ „წლის სპორტსმენის“ და „წლის გუნდის“ ნომინაციებში გამარჯვებულები - კალათბურთელი ანუკი კომახიძე, ქვიშის ჭიდაობის მოჭიდავე მამუკა კორძაია და ხელბურთის კლუბ „ბათუმის“ გოგონათა გუნდი დააჯილდოვა.