მთავრობის აპარატი
.webp)
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან ერთად ბათუმის საზღვაო აკადემიას ესტუმრა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
თავმჯდომარე და მინისტრი მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც სასწავლო პროცესში გამოყენებულ თანამედროვე სიმულატორებს და ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნენ. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მეზღვაურებს პროფესიული უნარების განვითარებისა და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მომზადების შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2026 წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას 2 500 000 ლარი გამოეყო. აქედან 200 000 ლარი აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას მოხმარდება, რაც სასწავლო პროცესის განვითარებას, პრაქტიკული სწავლების გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
საზღვაო აკადემიაში ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.