მთავრობის აპარატი
.webp)
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში „გემო ფესტის“ ფესტივალს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან ერთად ბათუმში, „გემოფესტზე” იმყოფებოდა.
მთავრობის წარმომადგენლებმა გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაათვალიერეს, რომელიც სამეწარმეო სივრცეებთან ერთად, აგროზონას, ღვინის, კულინარიულ და საბავშვო სივრცეებს აერთიანებს.
ფესტივალში 20-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.
„გემოფესტი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2022 წლიდან იმართება და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღონ გასართობ ღონისძიებებში.
დღესვე მთავრობის წარმომადგენლებმა ბათუმის ბულვარის გასწვრივ, სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წინ სარეკრეაციო სივრცე დაათვალიერეს.
,,გემოფესტს" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი თორნიკე ფაღავა,საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.