საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს
image

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ ეკონომიკურ საბჭოზე განსახილველად წარმოდგენილი საკითხები მიზნად ისახავს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებას, რაც რეგიონის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აქტიურად გაგრძელდება საინვესტიციო პროექტები  ხელშეწყობა, რაც ეკონომიკური აქტივობის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.