საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
აჭარაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
image

აჭარაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში გაიმართა გამოფენები, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები, რომელთა მიზანი საქართველოს ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების კიდევ ერთხელ წარმოჩენა იყო.

17:10 საათზე, გაჟღერდა ეროვნული ჰიმნი და სიმბოლურად აღინიშნა დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო.

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, ღონისძიების დასასრულს საზეიმო კონცერტები გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.