აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი
.webp)
ლორეს ოლქი (სომხეთის რესპუბლიკა) – 2013 წლის 9 სექტემბერი
მთავრობის აპარატი
ლორეს ოლქი (სომხეთის რესპუბლიკა) – 2013 წლის 9 სექტემბერი
ლორეს ოლქი მდებარეობს სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონს ქვეყანაში.
მოსახლეობა - 237,700.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ვანაძორი.
2013 წლის 9 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ლორეს ოლქს (სომხეთის რესპუბლიკა) შორის.
აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:
- მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ტრანსპორტი;
- ტურიზმი და სპორტი;
- განათლება და მეცნიერება;
- კულტურა და ხელოვნება;
- ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხები;
- ადგილობრივი თვითმმართველობა.
რეგიონული თანამშრომლობის პარალელურად, ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთობები მუნიციპალურ დონეზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ლორეს ოლქის თვითმმართველ ერთეულებს შორის.