საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo

ბრანდენბურგის ფედერალური მიწა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) - 2013 წლის 6 ივნისი

მთავრობის აპარატი
ბრანდენბურგის ფედერალური მიწა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) - 2013 წლის 6 ივნისი

ბრანდენბურგის ფედერალური მიწა მდებარეობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

მოსახლეობა - 2.5 მილიონი.

ადმინისტრაციული ცენტრი - პოტსდამი.

2013 წლის 6 ივნისს ქ. პოტსდამში ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ბრანდენბურგის ფედერალური მიწის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს (საქართველო) შორის.

მემორანდუმი ითვალისწინებს  საპარლამენტო, რეგიონული და ფედერალური მმართველობის გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

თანამშრომლობის ფარგლებში აღსანიშნავია ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლა.