აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი
.webp)
სიჩუანის პროვინცია (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) – 2023 წლის 29 ივლისი
მთავრობის აპარატი
სიჩუანის პროვინცია (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) – 2023 წლის 29 ივლისი
სიჩუანის პროვინცია მდებარეობს მდინარე იანძის ზემო ხეობაში, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
მოსახლეობა - 83.68 მილიონი.
პროვინციის დედაქალაქი - ქალაქი ჩენგდუ.
2023 წლის 29 ივლისს ქალაქ ჩენგდუში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და სიჩუანის პროვინციას (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ.
შეთანხმება ითვალისწინებს შემდეგ სფეროებში მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარებას:
- ეკონომიკა და ვაჭრობა;
- ჯანდაცვა;
- კულტურა და განათლება;
- მეცნიერება და ტექნოლოგიები;
- ხალხთა შორის გაცვლა.