მთავრობის აპარატი
.webp)
სულხან თამაზაშვილი მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
პედაგოგებს პროფესიული დღე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
მასწავლებლის ეროვნული პრემია 10 პედაგოგს გადაეცა. მათ შორის, ორ პედაგოგს აჭარიდან - ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელს მაგდანა მათითაიშვილს და დაბა შუახევის სკოლის მასწავლებელს თეიმურაზ დავითაძეს.
ღონისძიებას, ასევე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.