საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
image

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში ომის დასრულებიდან 32 წელი გავიდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.