საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
image

სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
 
სოფელ ერგეში 11 სართულიანი, 121 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ერგეს სოციალურ სახლში გარემონტებული და უსაფრთხო საცხოვრებლით 121 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება.
 
სულხან თამაზაშვილმა სოფელ განთიადში 200 აღსაზრდელზე გათვლილი მშენებარე საბავშვო ბაღიც დაათვალიერა. საბავშვო ბაღი შენდება სოფელ ერგეშიც. ბაღების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ბაღების მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.
 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასრულდა სოფელ აგარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც. შენობის სახურავი სრულად შეიცვალა. განხორციელდა შენობის მთლიანი შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეიცვალა კარ-ფანჯრები. ფასადი სრულად შეიფუთა საფასადე ფილებით. სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო მწვანე ზონები. რიგ ადგილებში განხორციელდა ფერდსამაგრი სამუშაოებიც.