საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჭაოცინგის დელეგაციის წევრებს შეხვდა
image

სულხან თამაზაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჭაოცინგის დელეგაციის წევრებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჭაოცინგის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას წარმატებული მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებთან, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებთან.

აღსანიშნავია, რომ დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ჭაოცინგის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და აჭარის რეგიონს შორის ურთიერთობები მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო ლაო ჯინ ჯაოს მოღვაწეობით. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, აქტიურად მიმდინარეობს ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმის მშენებლობა.

შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების შესახებ.