საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
image

სულხან თამაზაშვილი ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ესწრებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს ზაფხულის მოახლოებული ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები, რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებები და არსებული გამოწვევები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების გრძელვადიან ხედვებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აჭარა უნდა დარჩეს არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ ოთხივე სეზონის განმავლობაში მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად.

მთავრობის თავმჯდომარემ დეპარტამენტის გუნდს წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა გამოუცხადა, რათა რეგიონმა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ტურისტული პოტენციალი და კიდევ უფრო გააუმჯობესოს ვიზიტორებისთვის შეთავაზებული გარემო და სერვისები.