საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
image

სულხან თამაზაშვილი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აჭარის კულტურული პოტენციალის გაძლიერებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, რაც კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

აღინიშნა, რომ კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობა და კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უზრუნველყოფს რეგიონის კულტურული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას და აჭარის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო დონეზე.