საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი ბათუმში რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
image

სულხან თამაზაშვილი ბათუმში რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას ასფალტის საფარით.
 
რუსთაველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად განახლდება სანიაღვრე და ენერგოინფრასტრუქტურა,  მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.
 
სამუშაოები, რომელსაც რამდენიმე კომპანია ინტენსიური დატვირთვით ასრულებს, უახლოეს პერიოდში დასრულდება.