საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრო
image

სულხან თამაზაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრო

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი წარმოდგენას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ქართული თეატრის აღდგენის დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის შემოქმედებითმა დასმა მაყურებელს დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „დარისპანის გასაჭირი“ წარუდგინა. მსახიობებმა აუდიტორიას კლასიკური ქართული დრამატურგიის გამორჩეული ნიმუშის განახლებული ვერსია შესთავაზეს.

პრემიერას, ასევე, აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.