საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ
image

საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ

„ბათუმობა 2025”-ის ფარგლებში საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი წვლილის მქონე პირებს „საპატიო ბათუმელისა“ და „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდებები მიენიჭათ. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიიღო, რომელმაც საზოგადოებას ბათუმობა მიულოცა და საპატიო ბათუმელებს ტიტულები პირადად გადასცა.

ბათუმობა წელსაც ტრადიციულად საზეიმო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა. ბულვარის კოლონადებთან და საზაფხულო თეატრის მიმდებარედ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართულიყვნენ.

ბათუმობა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და სტუმრიანი დღესასწაულია რეგიონში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბათუმის როგორც თანამედროვე, მზარდი და მრავალფეროვანი ქალაქის მნიშვნელობას.