საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა
image

აჭარის მთავრობის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს მოახლოებული ტურისტული სეზონისთვის  გასატარებელი ღონისძიებები.

იმსჯელეს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტზე, კერძო სექტორში არსებული გამოწვევებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მექანიზმებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამრეწველო ზონაში  მიმდინარე პროექტებს.