მთავრობის აპარატი
.webp)
ზურაბ პატარაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზეიმო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტების მიერ ფიცის დადება იყო. აღსანიშნავია, რომ წელს სამხედრო ფიცი, დედაქალაქის გარდა, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილზე ერთდროულად დაიდო.
ღონისძიება ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატების საჩვენებელი გადაფრენით დასრულდა. წელს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - ,,1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს".