საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
ბათუმში ტურისტული სეზონი "ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნა
image

ბათუმში ტურისტული სეზონი "ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნა

ბათუმში, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ „ზაფხულის ფესტივალის" ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად შეუერთდა. 

ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივებს და სტუმრებს საზაფხულო სეზონის გახსნა მიულოცა და საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.

საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადაც 150-მდე მეწარმემ თავისი პროდუქცია წარმოადგინა. ფუნქციონირებს 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი. მოწყობილია საბავშვო სივრცეები, სადაც ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. სტუმრებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუებს დაესწრონ.

ფესტივალი საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივმა და მოწვეულმა ბენდებმა მიიღეს მონაწილეობა.