საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს, იანგ ვანმინგს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს   საქართველოსა და ჩინეთს შორის   ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარა წარმოადგენს მზარდ რეგიონს ინვესტიციებისა და  ტურიზმის   განვითარების კუთხით. სულხან თამაზაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესს.

შეხვედრას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე და  მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ.