საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას მთავრობის თავმჯდომარემ ელჩებს მადლობა გადაუხადა რეგიონისადმი გამოხატული ინტერესისთვის და გაეროს ორგანიზაციის აქტიური საქმიანობისთვის, რაც აჭარისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებას მრავალმხრივად უწყობს ხელს.

სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა გაეროს წვლილი ადამიანის უფლებების დაცვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობაში, ასევე რეგიონში სხვადასხვა მსხვილი პროექტის განხორციელებაში, მათ შორის სოფლის განვითარებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მიმართულებებით.

გაეროს მუდმივი წარმომადგენლების ყოველწლიური ვიზიტი აჭარაში მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე რეგიონის განვითარებაში საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდის კუთხით.

მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ბატონ დავით ბაქრაძეს, საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისთვის.