საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ბათუმში მიმდინარე  სამედიცინო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

 

ბათუმის N1 პოლიკლინიკისთვის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ინფრასტრუქტურა ამჟამინდელი დაწესებულების მიმდებარედ აშენდება. არსებული შენობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს, პროექტის დასრულების შემდეგ 50 000-ზე მეტი მოქალაქე სამედიცინო მომსახურებას განახლებულ, თანამედროვე გარემოში მიიღებს.

 

ახალი შენობა აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრისთვისაც. მშენებლობის ფარგლებში, საჭირო სივრცეები გამოიყოფა ავტოპარკისა და სამედიცინო ბრიგადებისთვის. გაუმჯობესდება 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები და მომსახურების ხარისხი.

 

მაღალი მიმართვიანობის გათვალისწინებით ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რისთვისაც დამატებით ოთხ სართულიანი შენობა აშენდება. ახალი სივრცე სრულად იქნება განკუთვნილი პედიატრიული სერვისებისთვის.

 

სამშენებლო სამუშაოები ყველა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის და პოლიკლინიკის ნაწილში რკინა-ბეტონის კარკასის 80% უკვე დასრულებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე კი, მიმდინარეობს მეორე სართულის რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობა.

 

პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.