აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი
.webp)
ოდესის ოლქი (უკრაინა) – 2013 წლის 13 სექტემბერი
მთავრობის აპარატი
ოდესის ოლქი (უკრაინა) – 2013 წლის 13 სექტემბერი
ოდესის ოლქი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ის ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ, საგანმანათლებლო, სამრეწველო და საპორტო რეგიონს წარმოადგენს.
მოსახლეობა - 2.3 მილიონი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ოდესა.
2013 წლის 13 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმების თანახმად მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:
- ეკონომიკა, სამრეწველო საქმიანობა, ტრანსპორტი;
- ტურიზმი;
- სოფლის მეურნეობა;
- განათლება, კულტურა და სპორტი;
- ჯანდაცვა და სოციალური საკითხები;
- ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.
აჭარა-ოდესის ურთიერთობების ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკანონმდებლო, მუნიციპალურ და უწყებათა დონეზე ჩამოყალიბებული თანამშრომლობა.