აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი
.webp)
ნიკოლაევის ოლქი (უკრაინა) – 2015 წლის 17 სექტემბერი
მთავრობის აპარატი
ნიკოლაევის ოლქი (უკრაინა) – 2015 წლის 17 სექტემბერი
ნიკოლაევის ოლქი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ ნაწილში.
მოსახლეობა - 1 მილიონი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნიკოლაევი.
2015 წლის 17 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და ნიკოლაევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა) შორის გაფორმდა შეთანხმება მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობისათვის.
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში მხარეები ითვალისწინებენ თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:
- ეკონომიკა;
- სოფლის მეურნეობა;
- განათლება, მეცნიერება და ტექნიკა;
- კულტურა და ხელოვნება;
- ჯანმრთელობის დაცვა;
- გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების გამოყენება.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ნიკოლაევის ოლქს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობების ნათელი მაგალითია ასევე, მუნიციპალურ და უწყებათა დონეებზე აქტიური თანამშრომლობა, დარგობრივი ერთობლივი პროექტების განხორციელება.