საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo

მანგისტაუს ოლქი (ყაზახეთის რესპუბლიკა) – 2017 წლის 1 მარტი

მთავრობის აპარატი
მანგისტაუს ოლქი (ყაზახეთის რესპუბლიკა) – 2017 წლის 1 მარტი

მანგისტაუს ოლქი მდებარეობს ყაზახეთის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მანგისტაუ საპორტო და სამრეწველო რეგიონია, სადაც ყაზახეთის ნავთობის 25% მოიპოვება.

მოსახლეობა - 793,000.

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი აქტაუ.

2017 წლის 1 მარტს გაფორმდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და მანგისტაუს ოლქს (ყაზახეთის რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი.

აღნიშნული მემორანდუმის თანახმად მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:

  • ვაჭრობა და ეკონომიკა;
  • ჯანდაცვა;
  • განათლება, კულტურა და სპორტი;
  • ტურიზმი;
  • ტრანსპორტი;
  • სოფლის მეურნეობა.