საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo

მალოპოლსკას სავოევოდო (პოლონეთის რესპუბლიკა) – 2018 წლის 22 აგვისტო

მთავრობის აპარატი
მალოპოლსკას სავოევოდო (პოლონეთის რესპუბლიკა) – 2018 წლის 22 აგვისტო

მალოპოლსკას სავოევოდო მდებარეობს პოლონეთის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში.

მოსახლეობა - 3.4 მილიონი.

ადმინისტრაციული ცენტრი - კრაკოვი.

2018 წლის 22 აგვისტოს ხელი მოეწერა შეთანხმებას რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და მალოპოლსკას სავოევოდოს (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის.

აღნიშნული შეთანხმება გამოხატავს მხარეების მზადყოფნას  შემდეგ სფეროებში თანამშრომლობაზე:

  • ეკონომიკა და ბიზნესი;
  • ტურიზმი;
  • განათლება, კულტურა და სპორტი.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მალოპოლსკას სავოევოდოს შორის თანამშრომლობას 2014 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალის ოფისის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა აჭარის შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნის პროექტი. აღნიშნული პროექტი მოიცავდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს რეგიონულ ჭრილში, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების სტანდარტების ზრდაში.